შალვა პაპუაშვილი - შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები
გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არის მცდელობა, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი საფუძველი, გამოვიტანოთ დასკვნა, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებას ითხოვენ.
პაპუაშვილის თქმით, ყველამ უნდა შეხედოს იმ სახელებსა და გვარებს, რომლებიც ამ სანქციებს ითხოვენ.
„უნდა შევხედოთ სახელებს და სახეებს. საქართველოს წინააღმდეგ კამპანიის ავანგარდში ვხედავთ ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიენეს და ვხედავთ ასევე ევროპარლამენტის ახალ ამომავალ ვარსკვლავს, ბრეიზას, მგონი, რომელიც სიკორსკის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დააფუძნა პროპაგანდისტული არხი „ვოტ ტაკ საქართველო", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღია საქართველოს წინააღმდეგ. ქართველ ხალხს ებრძვის პირდაპირ, ეკლესიაზე დაიწყო თავდასხმა. ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, სიტყვა პროპაგანდა როგორ უტრიალდება, როცა თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ? ასე რომ, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არის მცდელობა, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი საფუძველი, გამოვიტანოთ დასკვნა, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს
გიორგი გვარაკიძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
დააკავეს პირი, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა
ქვემო ქართლში პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ
სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა - პროკურორი ლაშა გამყრელიძე
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო
სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს
პროკურატურა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
გურიაში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა