შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში, უფრო მძიმედ, წინ წასული იქნებოდა პროცესები

სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან, უკრაინის მაგალითის მიხედვით, ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.

 

„იქნებ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინასთან მაინც შეძლონ რამე. არ ვიცი, საერთაშორისო პარტნიორებს აქ რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაცაა და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში  საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროები არიან. მეორე მხრივ, უცხო ქვეყნები არიან, რომელთ იმედიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ, ან, უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ ზოგიერთს არც უნდა, ან სხვანაირად ფიქრობს, ესა თუ ის კონფლიქტი როგორ გადაწყდეს.

 

რაც შეეხება ცხინვალს, თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები და ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ამ გამოწვევების გადაჭრა გონივრული პოლიტიკით და, რაც მთავარია, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ორი ეროვნული ამოცანა გვაქვს, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით და  რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ასეთი შეთანხმებების. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის მოგვესმინა, ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები. უკრაინას შეხედეთ და ნახეთ, რას ნიშნავს, პრაქტიკაში ეს რისკები.

 

კანცლერ მერცს მოუსმინეთ, რომელმაც ლამის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დააყენა ის, რომ უკრაინამ საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვას და რუსეთს დაუთმოს. მერცმა თქვა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს და ეს გზას ევროკავშირში გაუფართივებს. იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია და არა თუ რეზოლუციების, არამედ ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, რთულია და შეზღუდულია რესურსები, რომ საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ, გრძელვადიანად, ის ინტერესი არ დაზიანდეს, რაც საქართველოს გაერთიანებას გულისხმობს. რუსეთის მხრიდან ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება, ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში, უფრო მძიმედ, წინ წასული იქნებოდა პროცესები
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ "მოქოქილი" პროპაგანდა არ მუშაობს, ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის მცდელობა, საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.
ლევან ჟორჟოლიანი - გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში
პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს და ეკლესიას ერთი და იგივე სახეები ებრძვიან, ეს არის ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში იყო, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, ამ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
შალვა პაპუაშვილი - შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის და ეკლესიის კანონიც
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს​
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები