შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია
ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას".
„ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ გადმოღებაზე. პირველი - საქართველოს პარლამენტი არ ზღუდავს სპონტანური ინტერვიუს დაწყებას, თუმცა ჟურნალისტს ავალდებულებს, შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპონდენტი ამას მოითხოვს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს რესპოდენტისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოს კამერა. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამ წესის გადმოღების მიზანშეწონილობაზე. მეორე - საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, პირველ ჯერზე, სანქცია არის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერება, განმეორებისას - ექვსი თვით. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ სანქცია არის ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერება. საინტერესოა. ვიფიქრებთ, გადმოვიღოთ თუ - არა. მესამე - საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერცერთი ჟურნალისტი ერთი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა. ამ წესზეც ვიფიქრებთ", - წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია
მიხეილ სააკაშვილი - წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება, ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში, უფრო მძიმედ, წინ წასული იქნებოდა პროცესები
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ "მოქოქილი" პროპაგანდა არ მუშაობს, ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის მცდელობა, საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.
ლევან ჟორჟოლიანი - გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში
პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს და ეკლესიას ერთი და იგივე სახეები ებრძვიან, ეს არის ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში იყო, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, ამ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
შალვა პაპუაშვილი - შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის და ეკლესიის კანონიც
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს