მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 - Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: „სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი - „ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ერიკ ტრამპი - "ტრამპთაუერ თბილისი" მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს