მარკო რუბიო - უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა ევროპაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს",- განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს და აშშ მზადაა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„პრეზიდენტს უბრალოდ სურს, რომ ომი დასრულდეს. მისი აზრით, ეს გიჟური ომია. და მართალია. ორივე მხარეს ადამიანები მასობრივად იღუპებიან. უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღსადგენად. რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი უზარმაზარია. რუსები თვეში 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ. ეს დაღუპულების რაოდენობაა და არა დაჭრილების. ეს ცუდი ომია. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტიც მზადაა, მისი გუნდიც მზადაა,რომ ხელი შევუწყოთ ომის დიპლომატიურ დასრულებას.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეში გარკვეული მიზეზების გამო იმპულსი დავკარგეთ: უკრაინელები სულ უფრო მეტად დარწმუნებულები არიან თავიანთ პოზიციაში ბრძოლის ველზე, მათ ზამთარი გადაიტანეს, რუსებიც ცოტა ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ნავთობის ფასი გაიზარდა. თუმცა იმედი გვაქვს, იქნება ეს ვლადერ პუტინის განცხადება თუ სხვა რამ, მალე მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც ორივე მხარე კვლავ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ შუამავლის როლი და ეს კონფლიქტი დავასრულოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თუ ვინმე სხვას სურს, სცადოს. სცადოს, მაგრამ ორივე მხარე გვეუბნება, რომ ერთადერთი ჩვენ ვართ, ვისაც ეს შეუძლია. საბოლოოდ, პრეზიდენტს სურს, რომ ომი დასრულდეს. და თუ არის რამე, რისი გაკეთებაც მას და ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა რუბიომ.

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩავა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით
დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება
სკოტ ბესენტი - ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს
მარკო რუბიო - უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, მოემზადონ რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმების საპასუხო მოქმედებებისთვის
რომის პაპი - არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ -დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე
სი ძინპინი - ჩინური ერის დიდი გაახალგაზრდავება და „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ შეიძლება, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა
ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად
ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო -დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა
სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა