დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება
ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.
„როდესაც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძალიან ელეგანტურად აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეერთებული შტატები დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა იყოს, ის გულისხმობდა იმ უზარმაზარ ზიანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ „მძინარე ჯო ბაიდენის" და ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში - და ამ მხრივ, ის 100%-ით მართალი იყო. ჩვენი ქვეყანა უზომოდ დაზარალდა ღია საზღვრების, მაღალი გადასახადების, „ტრანსგენდერი ყველასთვის" პოლიტიკის, კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის, DEI-ის, საშინელი სავაჭრო შეთანხმებების, ფართოდ გავრცელებული დანაშაულისა და კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო.
პრეზიდენტი სი არ გულისხმობდა იმ წარმოუდგენელ აღმასვლას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს ტრამპის ადმინისტრაციის 16 შესანიშნავი თვის განმავლობაში - რაც მოიცავს ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ საფონდო ბაზრებს, სამხედრო გამარჯვებას, ვენესუელასთან წარმატებულ ურთიერთობას, ირანის სამხედრო ძალების განადგურებას (გაგრძელება იქნება!) - მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიას დიდი უპირატესობით, ძლიერ ეკონომიკას, რეკორდულ 18 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შედის აშშ-ში, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სამუშაო ბაზარს, სადაც ახლა უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე, ქვეყნისთვის დამანგრეველი DEI-ის დასრულებას და კიდევ ბევრ სხვა მიღწევას, რომელთა ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
პრეზიდენტმა სიმ ასეთ მოკლე დროში არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მომილოცა. ორი წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვიყავით დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა და ამაში სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ სი-ს. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე „ცხელი" ქვეყანაა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე", - წერს ტრამპი.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩავა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით
დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება
სკოტ ბესენტი - ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს
მარკო რუბიო - უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, მოემზადონ რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმების საპასუხო მოქმედებებისთვის
რომის პაპი - არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ -დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე
სი ძინპინი - ჩინური ერის დიდი გაახალგაზრდავება და „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ შეიძლება, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა
ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად
ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო -დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა
სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა