,,ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე''-პრემიერი
„ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ჰანიველ ცემენტი" ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს „ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1926 წელს, კასპში პირველი ქარხნის აშენებით დაიწყო. ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. „ჰანიველ ცემენტი" ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი - ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე, შეუფერხებლად მოვამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირიც სწორედ ესაა - ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცება, იმპორტზე დამოკიდებულების თვისებრივად შემცირება და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება.
ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია გარემოზე ზრუნვაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ საწარმო აღიჭურვება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე, მწვანე წარმოების პრინციპებს. ამ სახელმწიფოებრივი ხედვის მხარდაჭერისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო საქმეში - ინჟინერ-მშენებლებს, ტექნიკურ პერსონალს და ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, „ჰანიველ პარტნერზს" და „ჯიაიჯი ჰოლდინგს". მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ",- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
,,ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე''-პრემიერი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე" დარღვევბის გამო დააჯარიმა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15 მაისს თბილისში წვიმიანი დღე იქნება - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეიდან იწყება
15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება