ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო

 

პირველად ვხვდებით ამ დღეს მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე, ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქის, შიო მესამის სახით, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამებაში განაცხადა.

როგორც ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე.

„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულებაა უდიდესი მორალის და ღირსების. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის და გვერდით უდგას ამ იდეას. ამით გამოხატავენ მშობლებისადმი პატივისცემას", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ამასთან, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიისადმი გაკეთებულ განცხადებებზეც.

„ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმეა, ამორალურია, ამაზე საუბარიც რთულია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამზე", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.​

 

 





მსგავსი სიახლეები
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy