,, ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას''- მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი

 

ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, - ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მიმართა, რომ „ეკლესიის მიერ მისთვის მინდობილი კვერთხითა და განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვროს სამწყსოს, სრულიად საქართველოს".

„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა. მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრიარქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს, არის ერთი და განუყოფელი.

თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს ელისეს, ასევე მან, განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა გამწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო.

როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენდამი რწმუნებული სამწყსოს მიმართ, თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ, როგორც მოძღვარმა. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა. თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ.

როგორც თავად უწყით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით, მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, განსაკუთრებით ამ მღელვარე დროში, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული, წმინდა პავლე გვასწავლის: „ესწრაფეთ სიყვარულს".

ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცით და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ და დამწყსეთ თქვენდამი რწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლადუწმინდესობის, პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები", - მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა საქართველოს პატრიარქ შიო მესამეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე
"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
შიო III - თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება
,, ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას''- მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი
,,დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა''- შალვა პაპუაშვილი
შიო მესამე - მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია
ირაკლი კობახიძე - უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
პატრიარქი შიო III - ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის - თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს
,, განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს''- კობა კობალაძე
მამუკა მდინარაძე - როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია
სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუა რა დღეს თანამედროვე ადამიანს უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა - მამა ალექსანდრე გალდავა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღასრულებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ამინდის პროგნოზი
ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია