ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ცნობით, სეიმმა დაიწყო ხუთი საკანონმდებლო შესწორების განხილვა, რომელიც დეზინფორმაციის, აგრესიული ომის პროპაგანდის კრიმინალიზაციას და ე.წ. SIM-ფერმების გამოყენების აღკვეთას ისახავს მიზნად.
როგორც შესწორებების ავტორმა, კონსერვატორმა დაივა ულბინაიტემ აღნიშნა, ეს საკანონმდებლო პაკეტი „ქვეყნის საინფორმაციო ფარის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია".
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის შესწორება, რომლითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო საქმიანობისთვის, ასევე აგრესიული ომის საჯარო წაქეზების, გამართლების ან პროპაგანდისთვის. ამ დანაშაულებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე ვადით.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმა 200-დან 3 000 ევრომდე იქნება. ასევე იგეგმება პასუხისმგებლობის დაწესება ავტომატიზებული „SIM-ფერმების" გამოყენებისთვის. ესაა სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც დიდი რაოდენობით SIM-ბარათებს იყენებენ ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების გადამისამართების ან მიღებისთვის, რაც დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით ხდება.
„ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება თაღლითობისთვის, ყალბი შეტყობინებების გასავრცელებლად, ავტომატიზებული მანიპულაციებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებისთვის", - ამბობს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.
ამასთან, შესწორებების მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება, რათა უწყებას შეეძლოს პლატფორმებისთვის მითითებების მიცემა საშიში ინფორმაციის წაშლის ან მასზე წვდომის დაბლოკვის შესახებ.
ცვლილებები ასევე შევა ინფორმაციული საზოგადოების სერვისების შესახებ კანონშიც, რაც სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებს, სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, ინფორმაციის წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას დაავალდებულებს. შესწორებების წარდგენის შემდეგ მას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგ წავიდა, 13-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ პროექტებს კულტურის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე სამართლისა და მართლწესრიგის კომიტეტები განიხილავენ.
ამას გარდა, ამ კვირაში ლიეტუვის სეიმში ასევე შეიქმნა დროებითი საპარლამენტო ჯგუფი დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ქვეყნის საინფორმაციო მდგრადობის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროში მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც დეზინფორმაციასა და მანიპულაციებთან ბრძოლის გეგმა უნდა შეიმუშაოს.
მსგავსი სიახლეები
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს
გრენლანდია არ იყიდება - იენს-ფრედერიკ ნილსენი
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატები უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს
ირანული მედია - ახალ წინადადებაში აშშ დაეთანხმა ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნას მოლაპარაკებების განმავლობაში
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
მარია ზახაროვა - ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა
ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა
,, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდება - მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი LGBTI პირი ძალადობის დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის მსხვერპლია''- კაია კალასი
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან გათავისუფლების რეჟიმი აღარ გაახანგრძლივა
,,რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება''- ანდრეი სიბიგა
მალდივებზე იტალიელი ტურისტების ცხედრების ძებნისას მყვინთავი დაიღუპა
,,ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას''- ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
,,ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ირანთან თანაშრომლობისა და გადასახადის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი''- ებრაჰიმ აზიზი
ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს