შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიკურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.
შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა ასევე დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის" მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო დიპლომატიას. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში.
განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაც. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა.
მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.
შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე
ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს
კახა კალაძე: ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
კახა კალაძე - თავიდანვე გასაგები იყო, რომ ოპოზიციის ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება -მამუკა მდინარაძე 26 მაისის აქციაზე
მამუკა მდინარაძე - გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რომ შუღლი, სიძულვილის ენა იქნას უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, თავისუფალ დისკუსიას პრობლემა შეექმნას
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მამუკა მდინარაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება
ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება