საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობათაშორისი ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა. ამით ორი ქვეყნის თანამშრომლობა ახალი მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზე გადავიდა და ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ხელმოწერილი პაკეტის თანახმად, ორი ქვეყანა 20 წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა, რომლებიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობათაშორისი შეთანხმებების პაკეტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს.

 

ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა. სამომავლო ხელშეკრულებების ძირითად პირობებზე გაფორმებული შეთანხმებები ქმნის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს მომდევნო 20 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

 

სტრატეგიული თვალსაზრისით, მიღწეული ისტორიული შეთანხმებები გააძლიერებს საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში. პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ელექტროენერგიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის საერთაშორისო დონეზე.

 

საქართველოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანი შეძლებს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეგულარულ და მასშტაბურ ტრანზიტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ფართო რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის.

 

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებების ძირითად პირობებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის. ასევე გაფორმდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების ძირითადი პირობები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის.

 

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ნოდარ ბოკერია - "Fitch" -ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა“
26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ვახტანგ ცინცაძე: „სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი - „ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ერიკ ტრამპი - "ტრამპთაუერ თბილისი" მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება