მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან", რომელიც უზრუნველყოფს, ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბაქოში ვიზიტისას.
ამასთან, ქვრივიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ექვსი წლის შემდეგ პირველად, 26 მაისიდან ბაქოსა და თბილისს შორის აღდგება სამგზავრო მატარებლის ოპერირება.
„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით. იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორია ტურიზმის მიმართულებით და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს სახმელეთო საზღვრები არ ოპერირებს, მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით გვქონდა შესაძლებლობა დავკავშირებოდით დედაქალაქებს. ამავდროულად მინდა შევეხო ასევე ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც წინ უძღოდა მრავალთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკების საფუძველზე, რომ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან", რომელიც უზრუნველყოფს, ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება. აღნიშნულ მილსადენს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად რეგიონისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ იყო ოპერირებაში და შეთანხმების საფუძველზე უკვე ერთობლივი ძალებით მოხდება მილსადენის ოპერირებაში შეყვანა. საქართველო ამ პროექტის მეშვეობითაც განაგრძობს, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ისევე როგორც ევროპისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღებენ აღნიშნული მილსადენიდან და საქართველოს გავლით ნავთობს", - განაცხადა ქვრივიშვილი.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ნოდარ ბოკერია - "Fitch" -ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა“
26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ვახტანგ ცინცაძე: „სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი - „ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ერიკ ტრამპი - "ტრამპთაუერ თბილისი" მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება