პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება

 

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას ემსახურებოდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

„მსოფლიო ურბანული ფორუმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ბაქოში და მაღალი დონის სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და გვესუბრა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ურბანულ განვითარებას, თუ როგორია ჩვენი ხედვები, მიღწევები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა."

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე გაამახვილა. მისი თქმით, ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნის როლს რეგიონში.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში, რაც საქართველოს სრულიად სხვა მნიშვნელობას შესძენს,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასაც.

„გარდა იმ მნიშვნელოვანი თემებისა, რომლებიც უკვე აღინიშნა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აზერბაიჯანის მოაქალაქეებისთვის და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ასევე ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს, გარდა ბიზნეს კავშირებისა," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია -
პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
პრემიერი - ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ
ზურაბ აბაშიძე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევა იმ გზის და საქმის გაგრძელებაა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დატოვა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში
პრემიერი - ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე
ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს
კახა კალაძე: ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
კახა კალაძე - თავიდანვე გასაგები იყო, რომ ოპოზიციის ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება -მამუკა მდინარაძე 26 მაისის აქციაზე
მამუკა მდინარაძე - გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რომ შუღლი, სიძულვილის ენა იქნას უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, თავისუფალ დისკუსიას პრობლემა შეექმნას
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო