ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. დოკუმენტების ხელმოწერა შედგა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს, ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს - მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება ხელმოწერილი დოკუმენტების შინაარსს, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტები მოიცავს მთავრობათშორის შეთანხმებებს შემდეგ საკითხებზე:

 

ა) საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ; ბ) საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმების გაგრძელების შესახებ; გ) საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ; დ) საქართველოს ტერიტორიის გავლით - ტრანზიტის საშუალებით - თურქეთისადმი ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა ასევე საკოორდინაციო საბჭოს ოქმი, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესის მიღება-ჩაბარებას და სამუშაოების დასრულებას.

 

ზემოაღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს პირობების თავებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვადებში სრულად გაწერილი შეთანხმებების ძირითად კომერციულ პირობებს, რომელთა გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.

 

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, SOCAR-ს, SOCAR Midstream Operations LLC-სა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის - მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პირობებს.

 

სარკინიგზო ხაზის მართვის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს ოქმით მოხდა ასევე შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის - BTKI Railways" LLC - რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირის გაძლიერების გზაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს
საქსტატი - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ნოდარ ბოკერია - "Fitch" -ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა“
26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ვახტანგ ცინცაძე: „სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი - „ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა