,,პატრიარქმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და დახმარებას დაგვპირდა''- დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამისა და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მშობლების თქმით, პატრიარქმა მოისმინა მათი პოზიცია და დახმარებას დაჰპირდა.
მათივე განმარტებით, საპატრიარქოში გაგრძელდება შეხვედრები, სადაც მშობლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იქნებიან.
მშობლების განცხადებით, საბოლოოდ, შეჯერებული ვერსიებით მათ მთავრობასთან საპატრიარქო უშუამდგომლებს.
„ჩვენ ვიმყოფებოდით შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან. იყო ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა, ვფიქრობ, შედეგიანი. ყველა ინფორმაცია, რასაც ვაჟღერებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, უწყვეტი აქციების დროს, მივაწოდეთ პატრიარქს, მეუფეებს. დაისახა გეგმები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ძალიან ძნელია, წინსწრებით გადაჭრით რაიმეს თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართული იქნებიან ამ პროცესში, კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა, ფონდის შექმნის პროცესშიც.
მათ მოისმინეს ამ დაავადების შესახებ, გაიგეს, რომ ამ დაავადებასთან მიმართებით არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასწორ და არასრულყოფილ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი, რათა საპატრიარქოს ჰქონდეს ზუსტი, სწორი ინფორმაცია როგორც მედიკამენტებთან, ასევე დაავადებასთან მიმართებით და იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ამდენ ხანს ხორციელდება, თუნდაც იმასთან მიმართებით, რატომ არსებობს დღეს მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული ის გადაწყვეტილებები, რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადაწყვეტა. ვგულისხმობ მედიკამენტების მიღებას. პატრიარქმა მოგვისმინა, განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ექნება კომუნიკაცია, მათ შორის ექიმებთან, მედიცინის მუშაკებთან ამ საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარების მიზნით.
შეხვედრა კიდევ გაიმართება. იმუშავებენ ყველა მიმართულებით, რომ მაქსიმალურად იქნეს საქმის კურსში საპატრიარქო ამ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, იყო შეპირება და იქნება ჩვენი შვილების დალოცვა საპატრიარქოს მხრიდან. ეს იქნება პერიოდულად, არამხოლოდ ერთჯერადად. დალოცვა, შესაძლოა, იყოს ამაღლება დღეს, ჩვენ მივიყვანთ შვილებს სამებაში და დალოცავს პატრიარქი", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,პატრიარქმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და დახმარებას დაგვპირდა''- დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა
მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მერაბ შარიქაძე: ჯაშუშობას და მათთან თანამშრომლობას თუ დავთანხმდებოდი, ბრალდება მომეხსნებოდა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
მამუკა მდინარაძე - უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მაისის ამინდის პროგნოზი
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მასშტაბურმა საზეიმო მსვლელობებმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა
მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ