საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.7 პროცენტიანი მატება.

 

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტთან შედარებით ფასები 1.6 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 8.4 პროცენტიანი ზრდა ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე და 7.9 პროცენტინი მატება კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 1.1 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.11 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 27.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (34.3 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.28 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.3 პროცენტი) და სასმელებზე (5.6 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.39 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა", - აღნისნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს
საქსტატი - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ნოდარ ბოკერია - "Fitch" -ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა“
26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ვახტანგ ცინცაძე: „სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი - „ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა