პანკისის ხეობაში დაკავებულ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში. ასევე მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას. ხოლო ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ფეთქებად ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს. ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულია დროშა, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

 

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე მე- 3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 236-ე მე- 3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილი - ჩემს გარემოცვაში რუსეთის აგენტურა იყო, ჩამოდიო, ერთი მეუბნებოდა 2020-ში, უნდა დამხვედროდა, რომ ჩამოვედი, არ დამხვდა და მთელი ჩემი მონაცემები გადასცა ძალოვან სტრუქტურას
ფინანსთა სამინისნტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციის, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისა და კრიპტოვალუტის უკანონო კონვერტაციის ფაქტებზე 6 პირი დააკავა
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
პანკისის ხეობაში დაკავებულ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
ლევან ხაბეიშვილი - საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს, არ არის დაზარალებული, ობიექტი, ვისაც თანხას გადავცემდი, ფარულად რამის გაკეთებას, დაშავებას არც მედავებიან
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
"საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის CACHABA-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს
,,სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები'' - საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია დაჭრეს
შალვა პაპუაშვილი - შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს