დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
არ გვპატიობენ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არარჩევას, ხოლო ქორეპისოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა, მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდნითა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფით, მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ლიბერალ-ფაშისტები "პოლიტიკურ პროზექტურაში" მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ვეღარ გაუძლეს.
"დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით - შლაგბაუმისა და შესასვლვლელი კარების გარღევით საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი.
ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა - 2016 წელს ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს შენობასთან პროვოკაციული აქციებისა და სიმბოლიკის დატანის მცდელობებიდან დაწყებული, 2021 წელს Tbilisi Pride-ის ირგვლივ გამწვავებული იდეოლოგიური კონფლიქტით დასრულებული, როდესაც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტივისტების ნაწილი ეკლესიას „შეუწყნარებლობაში" ადანაშაულებდა და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შემცირებას მოითხოვდა.
მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს - მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ეტყობა პოლიტიკურ პროზექტურაში მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანია ჩვენი მოთმინებით, პრაგმატიზმით და პოზიტიური მომავლის იმედით - რომ ვეღარ გაუძლეს. აქამდე საპატრიარქოს კუთვნილ შენობებზე ფართომასშტაბიანი ფიზიკური თავდასხმების ან შტურმის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა - ასე რომ, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა," - წერს ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
21 მაისს, პატრიარქი წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს
ავტომობილის მძღოლი აგრესიული იყო, ბოთლებს ისროდა და ილანძღებოდა-საპატრიარქოს თანამშრომელი
21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები-გარემოს ეროვნული სააგენტო
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება -ირაკლი კობახიძე
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
20 მაისს საქართველოში მონაზვნური ცხოვრების დაამარსებლების - იოანე ზედაზნელის და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეა
20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს