სოროსის ფონდმა აშშ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად 300 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციისგან პოლიტიკური ზეწოლისა -"ევრონიუსი"

სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდში „ღია საზოგადოება" განაცხადეს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 300 მილიონ დოლარს გამოყოფენ. „ევრონიუსის" მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია არაკომერციულ ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდებზე პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კონსერვატორმა კანონმდებლებმა პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კონტროლი გაამკაცრეს. კონგრესში ტრამპის მხარდამჭერებმა საგადასახადო სამსახურსა და იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდეს, გამოიძიონ ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი უკანონო მიგრაციის, კლიმატის პროგრამებისა და ულტრამემარცხენე ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

 

2025 წლის ბოლოს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, გამოეძიებინათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ანტიფასთან" იყვნენ დაკავშირებულნი.

 

„ჩვენ შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას. ვერავინ დაგვაშინებს და ვერ გვაიძულებს გაჩუმებას", - განაცხადა სოროსის ფონდში აშშ-ის მიმართულების მმართველმა დირექტორმა, ლალეჰ ისპაჰანიმ.

 

„ევრონიუსის" ცნობით, ეს დაფინანსება პირველი მსხვილი ამერიკული ინიციატივაა, რომელიც ალექს სოროსის ხელმძღვანელობის პირობებში დამტკიცდა.

 

ალექს სოროსმა ფონდის თავმჯდომარის თანამდებობა მამისგან, ჯორჯ სოროსისგან, ორგანიზაციის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის შემდეგ გადაიბარა.

 





მსგავსი სიახლეები
აბას არაღჩი: ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე ბრძოლისთვის
სოროსის ფონდმა აშშ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად 300 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციისგან პოლიტიკური ზეწოლისა -"ევრონიუსი"
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ევროკავშირმა აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფები გააუქმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, ომს რეგიონს მიღმა გააგრძელებს“
პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა