ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო" და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები".
ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
რელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეფუძნება თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ „ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა" და ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა „სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, დაიცვას საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის და გაწევრიანების ვალდებულებები".
კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროსაბჭოში წევრობა პრივილეგიაა, რომელიც, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებსაც მოიცავს" და ორგანიზაციის პრინციპები, სტანდარტები, „არ შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს ან გადაიხედოს".
კომიტეტი „მიუღებელს" უწოდებს ინიციატივას „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით", და აცხადებს, რომ „თუ ეს კურსი გაგრძელდება, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს".
პარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ „რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები ამჟამად საქართველოში არ არსებობს", რაც დაკავშირებულია „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუნდობელ რეპრესიებთან, ასევე ქვეყანაში არსებულ უკიდურეს სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციასთან".
რეზოლუციის პროექტი ასევე მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას", მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას. იგი ასევე გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს".
კომიტეტმა დამატებით გამოთქვა წუხილი, რომ „დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ სანდო გამოძიებები არ ჩატარებულა" და განსაკუთრებით შეშფოთებულია „ცნობებით, რომ აქციების დაშლისას თბილისში აკრძალული ქიმიური აგენტები გამოიყენეს".
საბოლოოდ, ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, მათი თქმით, „ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ".
მსგავსი სიახლეები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა - ალექსანდრე დარახველიძე
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი