მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. აღნიშნულ შეთანხმებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები ტელეკომპანია „იმედის" ეთერში შეაჯამა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმების პაკეტი ორ ძირითად, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებს ფარავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
„სწორედ აქედან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი, რომ მრავალთვიანმა, ძალიან მეგობრულმა, პარტნიორულმა მოლაპარაკებამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და წარმატებით დასრულდა. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ჰქონდა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს იყო მრავალთვიანი კომპლექსური მოლაპარაკება. ჩვენი გუნდი ძალიან აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამან კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გამოაჩინა, თუ რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორედ ამ შედეგით, მორიგ ჯერზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ საქმით აჩვენა, რომ მისი თითოეული ქმედება და დასახული ამოცანები ყოველთვის მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს
საქსტატი - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ნოდარ ბოკერია - "Fitch" -ის რეიტინგში საქართველო საინვესტიციოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად შეფასდა“
26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება