თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
ZEG Storytelling Festival წელს 19-21 ივნისს, უკვე მეექვსედ თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან.
ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს. ფესტივალი შექმნილია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლია. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მონაწილეთა სია, რომ ZEG-ზე შთაგონებას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის.
100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან: ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე. დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო – ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინაკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ – სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე.
წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც: ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი– კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე – კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.
ფესტივალის დასახელება ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს.
*თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
წელს თიბისიმ ფესტივალში ჩართულობა კიდევ უფრო გააფართოვა და ZEG-ის მოხალისეთა პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ეს პარტნიორობა თიბისის ახალი თაობის მხარდაჭერის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და გლობალურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას.
(R)
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
21 მაისს, პატრიარქი წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს