მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
ნატო-ში კარგად ესმით, რომ ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგება გადაიხედება, ეს პროცესი მოკავშირეებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. შესაძლოა, ისინი აღფრთოვანებულები არ იყვნენ, მაგრამ ამის შესახებ იციან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის შემცირება, რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს გლობალური სამხედრო ვალდებულებები აქვს, ამიტომ მუდმივად აფასებს, სად უნდა განათავსოს ძალები.
მისივე თქმით, ბოლო თვეებში მოკავშირეებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უფრო ფართო კონტექსტში აღიქმება, თუმცა ეს პროცესი პოლიტიკურ კონფლიქტთან პირდაპირ კავშირში არ არის.
„ნატო-ში კარგად ესმით, რომ ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგება გადაიხედება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობდა და მოკავშირეებთან კოორდინაციით ხორციელდება. შესაძლოა, ისინი აღფრთოვანებულები არ იყვნენ, მაგრამ ამის შესახებ იციან", - განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ვალდებულებები აქვს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროშიც, რის გამოც რესურსების გადანაწილება აუცილებელია.
რუბიოს თქმით, ნატო-ს მომავალ სამიტამდე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება იმის ახსნა, რატომ არის ალიანსი მნიშვნელოვანი თავად ამერიკისთვისაც.
„ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს ამერიკისთვისაც. აშშ-ში ყოველთვის არსებობდა დებატები ნატო-ში ჩვენი როლისა და წვლილის შესახებ", - განაცხადა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული სამხედრო ბაზები აშშ-ს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა როდესაც გარკვეული ბაზები კონფლიქტის დროს მიუწვდომელი ხდება, ჩნდება კითხვები მათი პრაქტიკული ღირებულების შესახებ. მისივე თქმით, ნატო-ს შიგნით კვლავ არსებობს განსხვავება თავდაცვით ხარჯებში - ზოგი ქვეყანა სამხედრო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდის, ზოგი კი კვლავ ჩამორჩება.
„საბოლოო მიზანია ძლიერი ნატო. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერი იქნება თავად ალიანსიც", - განაცხადა რუბიომ.
მსგავსი სიახლეები
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა
მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, ორბანის მთავრობის შექმნილი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის
ევროკომისიამ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
აბას არაღჩი: ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე ბრძოლისთვის
სოროსის ფონდმა აშშ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად 300 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციისგან პოლიტიკური ზეწოლისა -"ევრონიუსი"
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა