პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს იყო ტერაქტი, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა, ხოლო 15 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

„იძულებული ვარ, დავიწყო ტრაგიკული მოვლენებით, რომელთა შესახებაც, რა თქმა უნდა, გაიგეთ. კერძოდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით. გუშინ, ღამით კიევში ხელისუფლებაში მოსულმა ნეონაცისტურმა რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა სტარობელსკის პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე. ღამით, როდესაც სტუდენტებს ეძინათ. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის სამხედრო, დაზვერვის სამსახურის ობიექტები ან მასთან დაკავშირებული სამსახურები. დარტყმა შემთხვევითი არ ყოფილა; სამ ტალღად განხორციელდა, 16 დრონი ერთისა და იმავე ადგილისკენ იყო მიმართული", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუს სამხედროებს საპასუხო ზომების შემუშავება დაევალათ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე არსებული ვითარება რთულიდან და კრიტიკულიდან კატასტროფულში გადადის, რადგან, პუტინის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა
მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, ორბანის მთავრობის შექმნილი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის
ევროკომისიამ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
აბას არაღჩი: ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე ბრძოლისთვის
სოროსის ფონდმა აშშ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად 300 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციისგან პოლიტიკური ზეწოლისა -"ევრონიუსი"
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა