ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა. მათ შორის, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას.
„ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ინოვაციური თერაპიების დიდი ნაწილი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის აპრობირებული.
ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების რეფერალური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად და დეტალურად სწავლობს მსოფლიო პრაქტიკას, მარეგულირებელი ორგანოების მიდგომებსა და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს, რათა შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული რეალური სამედიცინო სურათი, უსაფრთხოების რისკები და გრძელვადიანი შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელი თორნიკე სოლოღაშვილი.
მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
23 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო