სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა, შეეცვალა შეფარდებული სანქცია და საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევის სანაცვლოდ დაეკისრა ჯარიმა საზღვარზე შემოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მსგავსი სიახლეები
სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს
ვერ გეტყვით რა არის ამოღებული, გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა - ლევან ახობაძის ადვოკატი
,,აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი'' - შსს განცხადებას ავრცელებს
მანქანის მძღოლი განმარტავს, რატომ შევარდა საპატრიარქოში
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სააკაშვილი - ჩემს გარემოცვაში რუსეთის აგენტურა იყო, ჩამოდიო, ერთი მეუბნებოდა 2020-ში, უნდა დამხვედროდა, რომ ჩამოვედი, არ დამხვდა და მთელი ჩემი მონაცემები გადასცა ძალოვან სტრუქტურას
ფინანსთა სამინისნტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციის, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისა და კრიპტოვალუტის უკანონო კონვერტაციის ფაქტებზე 6 პირი დააკავა
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
პანკისის ხეობაში დაკავებულ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
ლევან ხაბეიშვილი - საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს, არ არის დაზარალებული, ობიექტი, ვისაც თანხას გადავცემდი, ფარულად რამის გაკეთებას, დაშავებას არც მედავებიან
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
"საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის CACHABA-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს