თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გარკვეულმა პირებმა მათ მიმართეს განცხადებით 26 მაისს აქციის გამართვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მერიამ შესაბამის პირებს შემდეგი პასუხი დაუბრუნა.
როგორც ოპოზიციისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილშია ნათქვამი, 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება.
„თქვენს 2026 წლის 22 მაისის NCA0041260907846 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან პ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთავს ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში.
მსგავსი სიახლეები
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს