გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს

 

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

"ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს", - აღნიშნავს კანდელაკი.

ოპოზიციონერი გამოცემასთან იმასაც აცხადებს, რომ არსებობს "დადასტურებული შემთხვევები", როდესაც ალ-მუსტაფას ფილიალები "გამოიყენება პირების რეკრუტირებისთვის ან აშშ-ს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის".

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მარტში, თანაავტორ ლუკ კოფისთან ერთად მომზადებულ კვლევაში, რომელიც "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა, კანდელაკი საქართველოში ირანის გავლენების ზრდას უარგუმენტოდ ამტკიცებდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე