სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის ადამიანებს, რომლებიც მოახერხებდნენ სადმე გასვლას, ძალოვანები უკან მისდევდნენ.
„ვიდექით კინოთეატრ „რუსთაველის" წინ და ჯერ გაზის რამდენიმე ყუმბარა შეაგდეს, ამის შემდეგ შევიდნენ და უსასტიკესად სცემეს იქ მყოფი ადამიანები. მათ შორის იყვნენ ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი. თეატრის შენობაში სცემეს და შემდეგ იქიდან წაიყვანეს, სადაც მათი ცემა და წამება გაგრძელდა თბილისის პოლიციის სამმართველოში.
ტრაგედიით დამთავრდა ეს დღე, ორი ადამიანი მოკლეს და რომ არ გაემხილათ რომ მსხვერპლი იყო, თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე შემოდეს, ისე ჩაატარეს აღლუმი, 26 მაისის ზეიმი, ისე დააჯილდოვეს ადამიანები სხვადასხვა ორდენით და მედლით, არც კი გაუმხელიათ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, ოპოზიციას მუდმივად აქეზებს გარე ძალა.
„ეს ძალა, რომელიც მათ ზურგს უკან დგას, რომლის აგენტებსაც ოპოზიცია წარმოადგენდა, არა მხოლოდ აქეზებენ, ან აფინანსებენ, ხშირ შემთხვევაში დგანან მათ გვერდით და ძალიან ხშირად ვხედავთ ამ რადიკალური ოპოზიციის გვერდით საქართველოში მყოფ ევროპელ ელჩებს. განსაკუთრებით აქტიურობენ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.
არ გამოვრიცხავ მათი მხრიდანაც ამ ქმედებას, რადგან ისინი შეჩვეული არიან, რომ არღვევენ ყველანაირ პროტოკოლს და სტანდარტს, რომელშიც ელჩი უნდა ჯდებოდეს და, რომლითაც ელჩი უნდა მოქმედებდეს", - თქვა სოზარ სუბარმა.
მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში