"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

 

23 მაისს ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - "მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოება და გალა - ოკნცერტი გაიმართა, რომელსაც  საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე  აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასეწრნენ. 

 

კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. 

 

კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. 

 

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, კონსევტორიის რექტორმა, ფესტივალის სამხატვორ ხელმძღვანელმა და ჟიურის წევრმა ბატონმა გიორგი ვჩნაძემ, სიღნღის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა მალხაზ ბეგიაშვილმა. 

 

„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ. 

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თინათინ რუხაძემ.

 

კონკურსის ჟიურის თამჯდომარემ, მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, იტალიის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა ნინო სურგულაძემ და კონკურსის ჟიურის საპატიო წევრმა მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერმა, იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა იანო ალიბეგაშვილმა საკონცერტო ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა.

გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობდა ,,თბილისის ქალთა გუნდი“, ხელმძღვანელი ომარ ბურდული. მათ  ქართველ კოპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს. 

 

ჟიურის თავმჯდომარემ, ნინო სურგულაძემ დაჯილდოების ცერემონიისას  იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს  გზავნილი და საელჩოს ინიციატივა გააჟღერა, რაც მომდევნო კონკურსებში იტალიური არიის საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზის დაწესებას გუილსხმობს. 

 

კომპანია სოკარ ენერჯი ჯორჯიამ  SOCAR Energy Georgia, რომელიც  ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მუდმივი პარტიორია, გამოხატა სურვილი ჩართულიყო გამრჯვებულთა დაჯილდოებაში და დააწესა ფულადი პრემიები ფინალისტებისთვის,  ლაურეატებსთვისა და გრან პრის მფლობელებისთვის. 

 

გაგაცნობთ ფინალისტებსა და ლაურეატებს: 

 

ფესტივალის ფინალისტები - ელისაბედ ჩხეიძე, ანასტასია მინაშვილი, დავით გიგაური, ნათია ბეჟაშვილი;

 

მესამე პრემიის ლაურეატები -  ლევან გორგაძე, ავთანდილ ჭიქავა და გიორგი გობრონიძე;

 

მეორე პრემიის ლაურეატები -  ბერდია ონიანი, ერეკლე გურგენიძე და მიხეილ ნაზარიანი;

 

პირველი პრემიის ლაურეატები -  ვახტანგ იშხნელი, გიორგი პატარაია, მარია გადილია;

 

გრან პრი - მარიამ ჭანკვეტაძე და ფალანდა ღვინჯილია.

 

კონცერტის მსვლელობისას, რომელშიც კონკურსის ფინალისტები, ლაურეატები და გრან პრის მფლობელები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა დაპირებული მაყურებლის სიპათიის პრიზი, რომელიც ორმა მონაწილემ  -  ლევან გორგაძემ და ფალანდა ღვინჯილიამ მიიღო. 

 

გალა კონცერტის კონცერტმაისტერები - ეკატერინე გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე, მარინა ადამიშვილი, ლელა უსეინაშვილი, ქეთევან გელაშვილი. 

 

გალა-კონცერეტისა და დაჯილდოების წამყვანები - გვანცა მეფარიშვილი და გიორგი არჩვაძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა
24 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება''- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი