რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე
.
17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.

26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.

პროგრამა:
ალექსანდრეს ბაღი
12:00 - 19:00 - საბავშვო კონცერტი - ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;

12:00 - 20:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა - საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;

ხაზინის და ფხოვის ქუჩა 12:00 - 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები;

კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი;

საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები;

საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;

ფურცელაძის ქუჩა 12:00 - 20:00 - ღვინისა და ხორბლის სივრცე - ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;

14:00-18:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;

12:00-16:00 - მუსიკალური ნაწილი - ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;

ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა 12:00 - 19:00 - სახელოვნებო სივრცეები - ყვავილების სივრცე/გამოფენა - ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;

ვეკუას ქუჩა 12:00 - 20:00 - კვების კუთხე

იტალიის ქუჩა 12:00 - 20:00 - კვების ობიექტებიათონელის ქუჩა17:10 - პრეზიდენტის სასახლის ეზო - საქართველოს ჰიმნიათონელის ქუჩა,

პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 20:00 - გალა კონცერტი

 

 





მსგავსი სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა
24 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება''- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი