თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი

 

„პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან, ძალიან ბევრი და მიუხედავად ამისა, მას არასდროს არ შეუწყვეტია კავშირი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან", - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) გადაცემაში „დებატები".

მეუფე დანიელის თქმით, ქართული ეროვნული მოძრაობა გამოკვეთილი ქრისტიანული ნიშნებით - ჯვრებით, ხატებითა და სანთლებით - გამოვიდა ჯერ კიდევ 80-იან წლებში და თავად პატრიარქი ყოველთვის გვერდით ედგა ამ მოძრაობის ლიდერებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლება შეზღუდული იყო, სწორედ ეკლესია იყო თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი დამცველი და გამაერთიანებელი ძალა.

„პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან, ძალიან ბევრი და მიუხედავად ამისა, მას არასდროს არ შეუწყვეტია ეს კავშირი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და მე ვფიქრობ, ყოველთვის მხარდაჭერას გრძნობდნენ ლიდერები და ეს მოძრაობა.

ქართული ეროვნული მოძრაობა ძალიან გამოკვეთილი ქრისტიანული ნიშნებით იყო, ეს იყო ჯვრებით, ხატებით, სანთლებით გამოსული ამ უკვე 80-იანი წლიდან, რომ დაიწყო ეს გამოსვლები და რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა.

როდესაც სახელმწიფოს საქართველოს ისტორიაში ჰქონდა მძიმე პერიოდები, როდესაც მისი ხელისუფლება შეზღუდული იყო, მაშინ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო მებაირახტრე თავისუფლების სულისკვეთებისა და როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო, მაშინ იყო გამაერთიანებელი მთელი მოსახლეობისა, მთლიანობის და თავისუფლების მთავარი დამცველი იყო", - აცხადებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი)

 

 





მსგავსი სიახლეები
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა
24 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი