"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
საერთაშორისო პრესა ფართოდ აშუქებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასირებულ საჰაერო შეტევას, რომელმაც ქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. პრესის მასალებში განსაკუთრებით ხაზგასმულია რუსული ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენების ფაქტი, რაც კატეგორიულად იქნა დაგმობილი დასავლელი ლიდერების მიერ.
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" (ავტორი - ქრისტოფერ მილერი), რომელშიც მიმოხილულია როგორც საჰაერო შეტევის შედეგები, ასევე მასთან დაკავშირებული მოვლენები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის დედაქალაქი აფეთქებებმა შეაზანზარა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარ გააფრთხილა თანამემამულეები რუსეთის არმიის მიერ დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან საჰაერო შეტევაზე.
კვირას, შუაღამის შემდეგ კიევი ხანძრებით განათდა - ცას სერავდნენ რუსული ბალისტიკური რაკეტები და დრონები, რომლებიც განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებების შენობებს და საცხოვრებელ კოპუსებს.
„ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტმა ათობით აფეთქება დაითვალა, რომლისგანაც მთელ დედაქალაქში შენობები ირყეოდნენ. უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობამ და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადეს, რომ შენობების რყევა გამოწვეულია ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ქობინების ძლიერი აფეთქებების შედეგად.
უკრაინის დედაქალაქის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა აქტიურად ცდილობდა რაკეტებისა და დრონების გაუვნებლობას, თუმცა კიევის რაიონები მაინც საკმაოდ დაზარალდნენ, განსაკუთრებით პოდოლის რაიონი, სადაც ექსტრენული რეაგირების სამსახურები იქნენ გაგზავნილები.
დაბომბვამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორ-მოკავშირეების ძალისხმევით, მიიღო უტყუარი მონაცემები, რომ რუსეთი დიდი საჰაერო დარტყმას აოპირებს, ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენების ჩათვლით, რომელიც შეიძლება რამდენიმე ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინით აღიჭურვოს.
რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში მოსკოვმა ორჯერ გამოიყენა „ორეშნიკი“ - პირველად დაარტყა ქალაქ დნეპროპეტროვსკს (დნიპროს) 2024 წლის 21 ნოემბერს, ხოლო მეორედ - ლვოვის ოლქში მდებარე ინფრასტრუქტურას მიმდინარე წლის 9 იანვარს.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაავრცელეს შეტყობინება „აქტიურ მუქარაზე“ - რომელშიც სარაკეტო დარტყმის მოახლოებას ნიშნავდა. „ორეშნიკების“ გამოყენება ნიშნავს პოლიტიკურ სიგნალს, რომელიც გამიზნულია უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების დასაშინებლად. გარდა ამისა, რაკეტა „ორეშნიკის“ დარტყმით ვლადიმერ პუტინი თითქოსდა რუსეთის მოსახლეობისათვის თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა ამით კრემლი საკუთარ სისუსტესაც აჩვენებს: როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა აცხადებს, „თვით რუსებიც კი ხედავენ, რომ მათი ლიდერის წარუმატებელი და უიღბლო პიროვნებაა“.
რუსებმა 24 მაისი ღამით უკრაინაში სულ მცირე ორი „ორეშნიკი“ მაინც გამოიყენეს - ერთი კიევში და მეორე ქალაქ ბილა ცერკვაში (ბელაია ცერკოვში).
„ორეშნიკის“ ჩამოგდება ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელიც, რადგან მისი ფრენის სიჩქარე საათში 13 ათას კილომეტრს შეადგენს - რაკეტა ჯერ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადის და შემდეგ იქიდან ვერტიკალურად ეშვება სამიზნეზე, უდიდესი ჰიპერბგერითი სისწრაფით. ასეთი სისწრაფით დაცემისას, რაკეტას საბრძოლო ქობინებიც რომ არ ჰქონდეს, მნიშვნელოვან ნგრევას იწვევს.
როგორც რუსეთის თავ დაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, უკრაინაზე შეტევისას გამოყენებული იქნა როგორც რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, ასევე „ისკანდერი“, „კინჟალი“ და „ცირკონი“. განცხადებაში ნათქვამია, რომ განადგურებული იქნა უკრაინის სახმელეთო არმიის სამეთაურო პუნქტები და სამხედრო დაზვერვის შენობები. „არცერთ სამოქალაქო ობიექტზე შეტევა დაგეგმილი არ ყოფილა და ისინი სამიზნეებს არ წარმოადგენდნენ... ეს იყო პასუხი კიევის მუქარებზე და იმ დარტყმებზე, რომლებიც უკრაინამ მოსკოვზე და მოსკოვის ოლქის ობიექტებზე ამას წინათ განახორციელა.
კიევის ცენტრში „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტმა ათამდე დაზიანებული შენობა დაითვალა. მთლიანად უკრაინაში დაიღუპა ოთხი ადამიანი და 100-მდე მოქალაქე დაიჭრა.
უკრაინის დედაქალაქის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები აშკარად ცდილობდნენ რუსული რაკეტების ჰაერშივე განადგურებას, მაგრამ ბევრმა მათგანმა კიევის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები და ხანძრები გამოიწვიეს. დედაქალაქის ცა 24 მაისი დილითაც კვამლით იყო დაბურული. დაზიანდა მინისტრთა კაბინეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შენობები, ეროვნული სამხატვრო გალერეა, ჩერნობილის მუზეუმის ფილიალი კიევის პოდოლის რაიონში და სხვა სამოქალაქო ობიექტები.
ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვა დაგმეს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაწერა „იქს“-ქსელში, რომ გერმანიის მთავრობა მკაცრად და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ რაკეტულ შეტევას კიევზე და ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენებას. კანცლერმა შეტევას „ომის უგუნური ესკალაცია“ უწოდა და დაადასტურა, რომ „გერმანია მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეზე“.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იგი „მტკიცედ გმობს რუსეთის მასირებულ შეტევას უკრაინის დედაქალაქზე, რომელმაც სამოქალაქო ობიექტების დიდი ნგრევა გამოიწვია. კრემლი თანდათანობით სულ უფრო დამანგრეველ იარაღს იყენებს“.
ავიადარტყმების ესკალაცია დაიწყო რუსეთის მიერ [9 მაისის ზეიმის შემდგომ დღეებში]. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ათეულობით რაკეტით და ასეულობით დრონით ზედიზედ ურტყამდა. კიევში საცხოვრებელ შენობაზე რაკეტა Х-101-ის მოხვედრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ საპასუხო დარტყმა მიაყენა რუსეთის ენერგოობიექტებს, მათ შორის მოსკოვის ახლოს მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში მდებარე ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტარობელსკს, სადაც რუსეთის არმიის დრონების ქვედანაყოფია დისლოცირებული. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სტარობელსკში უკრაინული დრონების მიერ განადგურდა ადგილობრივი პედაგოგიური კოლეჯი, რის სედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, დაიჭრა 42.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
"სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"