"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
„ნატოს გენერალური მდივანი წინადადებით გამოვიდა, რომ უკრაინას დახმარება ალიანსის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით გაუწიოს, მაგრამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს“, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით: „დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა“ (ავტორი - ჯო ბარნსი). „ეს ფაქტი ნისლიანი ალბიონის ავტორიტეტისათვის დიდ დარტყმას ნიშნავს - დიდი ბრიტანეთი ხომ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგულ მხარდამჭერ სახელმწიფოს წარმოადგენს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
„დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ დაბლოკეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის წინადადება, რომლის თანახმად, ნატოს წევრი ქვეყნებმა თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,25% უკრაინისათვის დასახმარებლად უნდა მიმართონ.
მარკ რუტემ აღიარა, რომ მისი გეგმა რეალიზებული არ იქნება.
ნატოს გენერალურ მდივანს იმედი ჰქონდა, რომ მისი ინიციატივის რატიფიცირება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ანკარის სამიტზე მოხდებოდა, რომელიც თურქეთის დედაქალაქში 7-8 ივლისს უნდა ჩატარდეს.
გასულ კვირაში ნატოს ქვეყნების მინისტრებმა გენმდივნის ინიციატივის განხილვა დაიწყეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მას მხარი დაუჭირა მინიმუმ შვიდის ქვეყნის მინისტრმა, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად უკვე ხარჯავს თავის მშპ-ის 0,25%-ს, მაგრამ რადგანაც რატიფიცირებისათვის კონსენსუსია აუცილებელი, ანუ ერთსულოვანი მხარდაჭერის გამოხატვა, წინადადება ვერ გავიდა.
ეს უკვე მეორე დარტყმაა დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტისათვის - როგორც უკრაინის ერთგული მოკავშირისთვის: ლონდონი უმცირესობაში აღმოჩნდა. ბრიტანეთის მხარდაჭერა ალიანსის სხვა უმეტესი წევრებისათვის მისაბაძი არ აღმოჩნდა.
პირველი დარტყმა უკრაინასთან დაკავშირებით კირ სტარმერის მთავრობის მიმართ გასულ კვირაში იმით გამოიხატა, რომ დაუნინგსთრითის გადაწყვეტილება რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების დროებით გაუქმების შესახებ პოლიტიკური წრეების კრიტიკა გამოიწვია. საქმე ეხება რუსული ნავთობის გადამუშავებით მიღებული დიზელისა და ავიასაწვავის შეძენას მესამე ქვეყნებში. გამოდის, რომ კირ სტარმერმა თავისი მოქმედებით დონალდ ტრამპს მიბაძა, რომელმაც კვლავ გაუგრძელა მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის შესყიდვის უფლება, რაც ადრე სანქცია დადებული იყო.
სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ყოველწლიურად არანაკლებ 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფდა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს, მაგრამ ახლა მან უარი თქვა ნატოს გენმდივნის წინადადების მხარდაჭერაზე, რომელიც დახმარების უფრო მეტ მოცულობას - 0,25%-ს გულისხმობს.
კილის (გერმანია) მსოფლიო ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის (IfW) მონაცემებით, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები უკრაინას თავიანთი მშპ-ის სწორედ 0,25%-ით ეხმარებიან.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
"სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"