აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი ალიევი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით", - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
„სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის, რომ გამოიკვეთა, ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
გია ვოლსკი - ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ