GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე არის გლობალური ჯანდაცვის საინფორმაციო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ და ხაზს უსვამს რეგულარული მონიტორინგისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს და იგი მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ის ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზრდის ინსულტის, გულის შეტევისა და თირკმლის დაავადებების რისკს.
მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე (WHD) 2005 წელს დაარსდა ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (WHL) მიერ. წლევანდელი კამპანიის მთვარი მოწოდებაა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია! (Controlling Hypertension Together!). მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ პრევენციის ხელშეწყობა და წნევის რეგულარული კონტროლის წახალისება წარმოადგენს.
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მულტინაციონალური საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA წელსაც შეუერთდა გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მაღალი არტერიული წნევის რისკებისა და პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.
კომპანიის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა უფასოდ მიეღო კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია და აუცილებელი კვლევები. კერძოდ, GM PHARMA-ს შეთავაზების ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კარდიოლოგის კონსულტაცია და ჩაეტარებინათ აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევები, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.), ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გულის ექოსკოპია.
უფასო სამედიცინო სკრინინგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, მათ შორის თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და რუსთავში. კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობის დროული ინფორმირება, დაავადების ადრეული გამოვლენა და შესაძლო გართულებების პრევენცია იყო.
აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზია მრავალი კარდიოვასკულარული გართულების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ჩართულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში, სადაც აქტიურად არის წარმოდგენილი GM PHARMA-ს მედიკამენტები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.
GM PHARMA უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ ჯანდაცვით კამპანიებში და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა ინიციატივით ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, დაავადებების პრევენციასა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S და EAEU GMP სერტიფიკატები, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ კომპანიის კვლევა განვითარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახალ პრეპარატებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებით ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე სადაც GM PHARMA ოპერირებს გამოჩნდება ახალი პრეპარატები, რაც დაავადებებთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამარტივებს.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
(R)
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ამინდის პროგნოზი
2011 წლის 26 მაისი - ქვეყნის მთავარ გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული აქციიდან 15 წელი გავიდა
მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შიო მესამე - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება
შიო მესამე - თავისუფლება არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და მემკვიდრეობად, ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია