დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი

 

ჩემი აზრით, ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება. უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა, „დღის ამბებში" ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრისას. 

ზურაბიშვილი აკრიტიკებს ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიას და ასახელებს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება 2003 წლის რევოლუციის ანალოგის განხორციელება. 

ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული, რამდენადაც მხოლოდ ერთი მკვეთრი დარტყმით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მყარად დგას, ვერაფერს დააკლებს და საჭიროა განსხვავებული მეთოდებით ბრძოლა, მათ შორის, მომხრეთა რიგების გაფართოება. 

„რა დიდი აქციაც არ უნდა ჩატარდეს, 2 წლის წინ 11 მაისს რომ იყო აქ აქცია იმაზე დიდი უბრალოდ ვერ ჩატარდება ერთ ქალაქში, შეუძლებელია ისეთი აქცია ჩატარდეს. ასე ხელისუფლება არ წაილეკება, თუ ჩვენ გვინდა ანალოგია 2003 წელთან, მაინცდამაინც, მაშინ ეს უნდა იყოს ასე, რომ მაშინ უნდა იყოს დანგრეული ეკონომიკა ქვეყანაში, პენსიებს ვერ უნდა იღებდეს ხალხი, ხელფასებს ვერ უნდა იღებდეს, კრიმინალი უნდა იყოს ახლა რომ არის იმაზე 10-ჯერ უფრო უარესი სიტუაცია და თვითონ ხელისუფლებაში შიგნით, ძალოვან სტრუქტურებში უნდა იყოს ........ ასეთ უბედურებას და აპოკალიფსს თუ წარმოვიდგენთ და 2003 წლის ნოემბერში ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო: უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესად მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და მე თვითონ რევოლუციის მონაწილე ვარ იმ მოვლენების და ქალაქის პოლიციის სამმართველო და უშიშროების სამინისტრო იყო რევოლუციის მხარეს და ახლა თუ ასე იქნა კი ჩამოაგდებ. მაგრამ ეს ასე იქნება?! თუ ხელისუფლება ფლობს ძალოვან სტრუქტურებს ასე თუ ისე და მატერიალურადაც ამარაგებს მათ, ასეთი ხელისუფლების დამარცხება ასე შუბლით შეჯახებით თითქმის არის შეუძლებელი. 

თუ ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ ჩამოშლა, რასაც ესენი [ოპოზიცია] ცდილობენ ეს არ მოხდება ასეთი მკვეთრი დარტყმით. ეს მოხდება უფრო „მრავალპლანიანი" დარტყმით. როცა საჭიროა მკვეთრად რომ უნდა დაარტყა, როცა საჭიროა ცოტა სხვა მეთოდები უნდა მოსინჯო, უნდა გააფართოო რაც შეიძლება მომხრეთა რიგები. ანუ უნდა იმუშაო იმ ხალხზე, ვინც არ არის აქტიურად ჩართული დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი ოპოზიციაზე - მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან
,,გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა''- მიხეილ სააკაშვილი
დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი
ირაკლი კობახიძე - სამეგრელოში მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი - აგრარული საწარმო და ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სენაკში, ასევე გავეცანით ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს, დაახლოებით 1 წელიწადში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის
ირაკლი კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს
პრემიერი - ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
,,ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს ორი წლის წინ''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო მათთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, ჩაფლავდა
საბერძნეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესპანეთის მეფე ფილიპე მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისთვის“
შალვა პაპუაშვილი - ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება პოლიტიკის გადააზრება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
გიორგი შარაშიძე - გუშინ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი ვერ იქნება ხელისუფლების ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი, მშვიდობიან პროტესტთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოსა და ქართველ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას