საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი სამშობლო საქართველო ამაყობს იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი, მე პირადად შეხვედრებზე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ასე თანაცხოვრობს, ასე თბილად და კარგად არიან ერთმანეთთან, საუკუნეებია ერთმანეთს გვერდში უდგანან და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ახლახან ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების დღეები , რადგან სწორედ იმ დროს მუსლიმი თემის დიდი დღესასწაული იყო -ნოვრუზ ბაირამი , მაგრამ ის შეგნება, რომელიც მაშინ ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოიჩინეს, არ აღენიშნათ დღესასწაული, მხოლოდ ლოცვით შემოიფარგლნენ, საუკუნეები დარჩება ის პატივისცემა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარაქა, სიკეთე და სიყვარული იყოს თქვენს ოჯახებში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა მიულოცეს. მეჩეთში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
"მიწასა ზედა ზეცისა" - "Ars Georgica"-შიახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება
კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ამინდის პროგნოზი
2011 წლის 26 მაისი - ქვეყნის მთავარ გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული აქციიდან 15 წელი გავიდა
მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს