სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

ციფრულ სამყაროში, სადაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, მომხმარებლები ყოველდღიურად უფრო მარტივ და მოქნილ გამოცდილებას ელიან. სწორედ, ამ საჭიროებებს პასუხობს თიბისის მობაილბანკი - სივრცე, სადაც ყოველდღიური ფინანსური სერვისები ერთიანდება და რამდენიმე წამში ხდება ხელმისაწვდომი. დღეს, მობაილბანკი მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს - აპლიკაციაში უკვე ინტეგრირებულია სადაზღვევო პროდუქტები, რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას ფინანსური და ყოველდღიური საკითხები ერთ სივრცეში მართონ - სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

 

მობაილბანკში სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურება რამდენიმე წამში, ახალი პროდუქტის დამატებითაა შესაძლებელი. აქვე, დამატებით დაფარვებსაც შეიძენ ისეთი მოულოდნელი შემთხვევებისგან დასაზღვევად, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, მოგზაურობის გაუქმება/გადადება ან საბუთის დაკარგვა. 

 

რადგან მომხმარებელი უკვე ავტორიზებულია მობაილბანკში, მისი პერსონალური მონაცემების ველი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ავტომატურად ივსება, რაც ასევე ძალიან კომფორტულია.

 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მობაილბანკში, ანუ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იმ იდეით ჩაშენდა, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსური სერვისები და ხარჯები ერთ სივრცეში, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ყოფილიყო ხელმისაწვდომი. 

 

მომხმარებელს მხოლოდ მანქანის სახელმწიფო ნომრის შეყვანა სჭირდება. სისტემა თავად უკავშირდება ბაზებს, ამოწმებს მანქანის მონაცემებს და რამდენიმე წამში ითვლის ინდივიდუალურ ტარიფს. 

 

მომხმარებელს არ სჭირდება სხვადასხვა საიტზე რეგისტრაცია, პაროლების დამახსოვრება და ახალი აპლიკაციების გადმოწერა დაზღვევის შესაძენად. მობაილბანკი ამ ფუნქციონალსაც მოიცავს. 

 

ქონების დაზღვევა მობაილბანკში კომფორტისა და მშვიდად ცხოვრების გარანტიაა. მომხმარებლებს შეუძლიათ მობაილბანკიდან რამდენიმე წამში, ზედმეტი ეტაპების გარეშე დააზღვიონ ბინა - მნიშვნელობა არ აქვს, თავად ცხოვრობენ თუ გაქირავებული აქვთ. ქონების დაზღვევა თვეში მხოლოდ 12 ლარიდან - ზარალი ყველა შემთხვევაში აგინაზღაურდებათ.

 

პოლისის ფარგლებში, მომხმარებლები დააზღვევენ კონსტრუქციულ ელემენტებს, შიდა მოპირკეთებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს.

 

თიბისის მობაილბანკის განახლების თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული ციფრული გამოცდილება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ ეკოსისტემის განვითარებისკენ, სადაც ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება, მარტივად ხელმისაწვდომია.

(R)





მსგავსი სიახლეები
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის"
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
"როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი" - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?
ვახტანგ ცინცაძე: "2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას"
ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა