გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ფორმებთან დაკავშირებით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ფარგლებში დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს.
„პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული - არსებობს საბანკო გარანტიების მოთხოვნა, ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი. იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე - 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე - შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც. ვიმედოვნებთ, ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
გვინდა, რომ ქართული ბაზარი აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ფორმების წარმოებაში, შეიქმნას კონკურენცია, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, დიზაინს უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის. საბოლოოდ კი, სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად", - აღნიშნა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
"მიწასა ზედა ზეცისა" - "Ars Georgica"-შიახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება
კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ამინდის პროგნოზი
2011 წლის 26 მაისი - ქვეყნის მთავარ გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული აქციიდან 15 წელი გავიდა