შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას

გილოცავთ ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობ მის წმინდა საფლავთან მოსვლით და აქ ლოცვით. ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინებისთვის და გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

 

„საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე, როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფე, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. როგორ, რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი? ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლს. მამა დავითი იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან.

 

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების. რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა, ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს.

 

სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო დღევანდელ წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალი იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი, თითქოს უფალმა ყველაფერი ასწავლა მოციქულებს. ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას ამ ცნებით ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. უფალი აძლევს ამ შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო, უბრალო გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე. დაახლოებით ისეთი, როგორც შვილები სთხოვენ მშობლებს რაღაცას, ჩვენი ლოცვაც ასეთი უბრალოდ უნდა იყოს, გულის უბრალოებით. ამაზეც ამბობს უფალი, რომ თუ არ იქნებით როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. დასძენს, რომ თუ არ დამდაბლდებით, როგორც ეს ყრმა და ვინ დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში. წარმოიდგინეთ, უფალი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს, თითქოს ამბობს, რომ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი. გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება, გვეგონოს არასწორად, რომ უკვე ზრდასრულები ვართ და ღვთის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა, უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა, ისე ვევედროთ მამას, მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მისგან ვთხოვთ.

 

ამიტომ, როდესაც ჩვენ სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას, რომ ლოცვის დროს განქარვდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, მაინც ყველაზე მდიდარია, თუ ლოცვა იცის და ვინც არ მიმართავს უფალს, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბია.

 

ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ და გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს - მამას უყვარხართ თქვენ, მამაჩემს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ. უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესმიერი, გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება