პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია.

 

„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არც ერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, არათუ სჯიდნენ დამნაშავეებს, არამედ პირიქით, მათ ხელს აფარებდნენ.

 

„დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე. მინდა, შეგახსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. არათუ არ დასაჯეს რეალურად მაშინ დამნაშავეები, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს დამნაშავეებს. თქვენ თუ მომიტანთ ფაქტს, როდესაც ასეთი, მსგავსი რამ მოხდა და ხელისუფლებამ ხელი დააფარა, ეს იქნება ჯანსაღი შეპასუხება, მაგრამ მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა მსგავსი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ პირიქით, ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურე პირობებს და გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რაც ამას ადასტურებს. ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული, ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ეს არის ის ხელწერა, რაზეც გესაუბრებით,"- აღნიშნა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება