გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ახლად გამოვლენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
„საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია ასამდე მოწმე, დანიშნულია და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელ პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს.
ისინი შერჩეულ მსხვერპლებს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით გოგონების სახელით წერდნენ და წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.
2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.
სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ახლად გამოვლენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ასევე იმ შემთხვევაში, თუ გიგა ავალიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზების თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
მსგავსი სიახლეები
გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, აუცილებელია დაინიშნოს ვიდეო ექსპერტიზა - გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას ეწვია
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი
გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა ბრალდება წარუდგინა
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები -საგამოძიებო სამსახური
2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს - შსს
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
,,ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს''- ადვოკატი
თბილისში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით მარიხუანა