ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ უბანში მდებარე ისტორიული ენოთეკის სრულფასოვანი შესწავლა მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

„XIX საუკუნის მიწურულს დიდი მამულიშვილისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენებული საუფლისწულო უწყების ეს ისტორიული ღვინის სარდაფი ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია, რომელიც საუკუნეზე მეტია საიმედოდ ინახავს ჩვენს უნიკალურ საგანძურს. ეს არის ქართული მეღვინეობის ცოცხალი მატიანე. აქ დაცული 20 000-ზე მეტი საკოლექციო ბოთლიდან თითოეული საკუთარ ისტორიას ინახავს. მათ შორისაა ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების უნიკალური ნიმუშები და XIX საუკუნის 90-იანი წლების ევროპული წესით დაყენებული პირველი საფირმო ღვინოები. აქვეა მუხრანბატონის ლეგენდარული შამპანურიც, რომელმაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გამოფენებზე უმაღლესი აღიარება დაიმსახურა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანძურის გლობალურ მასშტაბს განსაკუთრებით უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ქართული შედევრების გვერდით აქ დაცულია მსოფლიო ლიდერების პირადი პრემიალური მარაგები და საიუბილეო კოლექციები.

 

„ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც საგანძურის გადარჩენასა და შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა და იმედი გამოთქვა, რომ ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლის შედეგად მიღწეული ახალი აღმოჩენები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სტატუსს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.

 

საუკუნოვანი ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და შატო დიკემის პრეზიდენტი პიერ ლურტონი. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

 





მსგავსი სიახლეები
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის"
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
"როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი" - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?
ვახტანგ ცინცაძე: "2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას"
ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა