ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
„აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა. საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის აპრილის, ასევე პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა. ამასთან, როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული ტენდენციები, სადაც ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, კერძოდ: ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა კი 73.5%-ს გაუტოლდა და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია.
„საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს არსებული, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით, რაც სამუშაო ადგილების შექმნის ბუნებრივი გზაა. ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მუშაობს, მათ შორის, აღსანიშნავია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ მიმართული სახელწიფო პროგრამები, რომლებიც დღესდღეობით უკვე დახვეწილ ფორმაში, ახალ შინაარსს იძენს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებული მონაცემების შეჯამებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის - საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ამასთან, მისი შეფასებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
„ყოველივე ზემოაღნიშნულს განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს თავის შეფასებებში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, გაგრძელდება როგორც 2026 წელს, ასევე მომდევნო წლებში და საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გამორჩეული იქნება არამხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით