,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის არმიის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები" ეწოდოს, ისტორიული უთანხმოების საკითხს გაამწვავებს.

ტუსკის თქმით, ეს ნაბიჯი ყოველგვარი საჭიროების გარეშე წამოწევს ისტორიული უთანხმოების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე.

„პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ლახავს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს და, ჩემი აზრით, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ამ ისტორიული უთანხმოებებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე წევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ყოველი პოლონელი ქალისა და ყოველი პოლონელი მამაკაცისთვის მეამბოხეთა არმიის ეს ბნელი მემკვიდრეობა", - განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები" უწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად".

როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ" 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

პოლონური მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი - სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას" და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას" ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ზელენსკის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზად არ არის. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, ნავროცკის სურს, ზელენსკის პოლონეთს უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვას, რომელიც მას 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვის ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
რუსეთმა და ყაზახეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს
"გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის"-პეტერ მადიარი
აშშ-ის საელჩო მცდარს უწოდებს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპი - ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს
The Economist: ზელენსკიმ მთავრობას დაავალა ომის 2 ან 3 წლით გახანგრძლივებისთვის მოემზადონ
დიმიტრი პესკოვი - გაზის სუბსიდია, რომელსაც სომხეთი იღებს, რუსეთის ხარჯზეა, ყველაფერს უნდა ვუწოდოთ თავისი სახელი, ეს არის ჩვენი დახმარება სომხეთისთვის
ესპანეთში მმართველი პარტიის ოფისში ანტიკორუფციული პოლიცია შევიდა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონცესიის ქვეშაა, რუსეთს დასავლეთთან სანქციებთან დაკავშირებით რთული ურთიერთობები აქვს, დასავლეთის ქვეყნები ამ პრობლემის გვერდის ავლის გზებს ეძებენ
ნიკოლ ფაშინიანი - სომეხ ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, იყოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში თუ ევროკავშირის წევრი
,,რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება''- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას