რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

 

რუმინეთის მთავრობა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს. ინფორმაციას The Guargdian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

საბჭოს დასრულების შემდეგ დანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთში შეჭრილი დრონი 43 უპილოტო საფრენი აპარატისგან შემდგარი დამრტყმელი ჯგუფის ნაწილი იყო, რომლის სამიზნეს უკრაინა წარმოადგენდა.

რუმინეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატოს ერთიანი რეაქცია არის სოლიდარობის ძლიერი გამოხატულება. მისი თქმით, ალიანსი თავისი საზენიტო შეიარაღების ნაწილს რუმინეთში გადაამისამართებს. ეს იქნება დროებითი ღონისძიება, სანამ რუმინეთი საკუთარ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ განაახლებს.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვის ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
რუსეთმა და ყაზახეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს
"გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის"-პეტერ მადიარი
აშშ-ის საელჩო მცდარს უწოდებს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპი - ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს
The Economist: ზელენსკიმ მთავრობას დაავალა ომის 2 ან 3 წლით გახანგრძლივებისთვის მოემზადონ
დიმიტრი პესკოვი - გაზის სუბსიდია, რომელსაც სომხეთი იღებს, რუსეთის ხარჯზეა, ყველაფერს უნდა ვუწოდოთ თავისი სახელი, ეს არის ჩვენი დახმარება სომხეთისთვის
ესპანეთში მმართველი პარტიის ოფისში ანტიკორუფციული პოლიცია შევიდა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონცესიის ქვეშაა, რუსეთს დასავლეთთან სანქციებთან დაკავშირებით რთული ურთიერთობები აქვს, დასავლეთის ქვეყნები ამ პრობლემის გვერდის ავლის გზებს ეძებენ
ნიკოლ ფაშინიანი - სომეხ ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, იყოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში თუ ევროკავშირის წევრი
,,რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება''- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას