"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT

  „აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის - TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე სტატია, რომელშიც გადმოცემულია ამერიკული საზოგადოების განწყობა ირანის წინააღმდეგ მიმართული ომის თაობაზე. „საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: ერთ მხარესაა უფრო ღრმა სამხედრო ჩართულობისგან თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხარეს - შეშფოთება იმ დათმობებთან დაკავშირებით, რომლებიც ვაშინგტონმა შესაძლოა კონფლიქტის დასასრულებლად დაუშვას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში:

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბოლო გამოკითხვები და დისკუსიები აჩვენებს, რომ ბევრი ამერიკელი ეჭვით უყურებს ირანთან ომის გაფართოებას, თუმცა თეირანის ბირთვულ პროგრამასა და მის რეგიონულ გავლენას კვლავ სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს.

 

ორი აზრი ამერიკულ საზოგადოებაში

 

მაშინ როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯების ნიშნებს იძლევა, აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: ერთ მხარესაა უფრო ღრმა სამხედრო ჩართულობისგან თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხარეს - შეშფოთება იმ დათმობებთან დაკავშირებით, რომლებიც ვაშინგტონმა შესაძლოა კონფლიქტის დასასრულებლად დაუშვას.

 

ბოლო გამოკითხვები და პოლიტიკური დებატები ცხადყოფს, რომ ბევრი ამერიკელი სკეპტიკურად უყურებს ირანთან ომის გაფართოებას; ამის საპირისპიროდ, თეირანის ბირთვული პროგრამა და მისი რეგიონული გავლენა კვლავ უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებად რჩება.

საზოგადოებრივი განწყობა ასახავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ნაცნობ დაძაბულობას: ამომრჩევლები ხშირად მხარს უჭერენ საზღვარგარეთიდან მომავალი საფრთხეების შეკავებას, თუმცა გაცილებით ნაკლებად სურთ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიები.

 

ეს დისკუსია მიმდინარეობს იმ დროს, როდესაც აშშ და ირანელი მომლაპარაკებლები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გახსნა, სანქციების შემსუბუქება და ირანის ბირთვული საქმიანობა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები რეგიონული შუამავლების მეშვეობით გრძელდება, მიუხედავად ახალი დაძაბულობისა, მათ შორის აშშ-ის დარტყმებისა, რომელსაც თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აფასებს.

 

პოლიტიკური გამოცდა თეთრი სახლისთვის

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს მტკიცე და აშშ-სთვის სასარგებლო, ხოლო კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ნაჩქარევმა კომპრომისმა შესაძლოა ირანს ზედმეტი მანევრირების საშუალება მისცეს.

 

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა ვაშინგტონის სურვილს ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ აშშ მზად არის ნავიგაციის თავისუფლება „ასე თუ ისე“ უზრუნველყოს.

 

საშინაო პოლიტიკაში ამ საკითხმა ნათლად გამოაჩინა აზრთა სხვადასხვაობა ამომრჩევლებსა და კონგრესის წევრებს შორის.

 

ბოლო მიმოხილვებში მოყვანილი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელებს, როგორც წესი, არ სურთ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, თუმცა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონფლიქტის დასრულებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვას.

 

ეს ვითარება ვაშინგტონს ვიწრო გზას უტოვებს: აწარმოოს დიპლომატია ისე, რომ არ გამოჩნდეს სუსტი; მოახდინოს ირანის შეკავება ომის გაფართოების გარეშე და დაარწმუნოს სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის ინტერესებს ემსახურება.

 

ბევრი ამერიკელისთვის მთავარი კითხვა უკვე მხოლოდ ის კი არ არის, წარმოადგენს თუ არა ირანი საფრთხეს, არამედ ის, არის თუ არა კიდევ ერთი ხანგრძლივი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ის ფასი, რომლის გადახდისთვისაც ისინი მზად არიან.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
  "აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
 "არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
 "სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი  სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"