"არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა"-კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს.

როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.

ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას! ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე.

არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

ამავდროულად, ჩვენი შვილების, იმ ახალგაზრდების შთაგონების წყარო ხარ, ვინც შენი შემხედვარე ოცნებას ბედავს, ოცნებას ისე თამამად, როგორც ერთ დროს შენ ოცნებობდი!

დღეს შენი, ისევე როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა!

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა და ყველაზე მეტად კაშკაშებდა გზაზე, რომელიც უდიდეს შრომას, ბრძოლას, რწმენასა და თავდადებას მოითხოვდა.

გისურვებ, რომ მომავალი სეზონი ახალი მწვერვალების, ახალი რეკორდებისა და ახალი ტრიუმფების წელი იყოს. მთელი გულით მინდა, რომ სწორედ შენ გახდე პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს და ქართული ფეხბურთის სახელით კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს დაწერს.

როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცე, შენთვის შეუძლებელი არაფერია", - წერს კახა კალაძე.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების მაგალითი, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში
"არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა"-კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს
ვილი სანიოლი - შრომას თუ გააგრძელებს, "ოქროს ბურთს" დაიმსახურებს
ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
"მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა" - BBC-
ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
"არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა" - ლუკა მაისურაძე
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ვილი სანიოლი - სამმცველიანი ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია და ივნისშიც ასე ვითამაშებთ, მამაგეიშვილს მომავალშიც გამოვიძახებთ
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა
მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ -კახა კალაძე სპორტსმენებს